არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, ცივი სასმელები, ჩვეულებრივი ცივი წყლის ჩათვლით, პროვიცირებას უწევს ჭარბწონიანობასა და დიაბეტს.
როგორც ირკვევა ცივი სასმელები ამცირებს ორგანიზმის მიერ ტკბილის შეგრძნებას. შედეგად ადამიანს გემოვნება ეცვლება და სულ უფრო ხშირად ეტანება ტკბილ სასმელებსა და საჭმელს
ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მოხალისეები პირში ივლებდნენ სხვადასხვა ტემპერატურის წყალს.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები მიირთმევდნენ შოკოლადს ან ყველს. რაც უფრო ცივი იყო წყალი მოხალისეებს მით უფრო ნაკლებად ტკბილად ეჩვენებოდათ შოკოლადი, როდესაც ყველის გემოვნური აღქმა წყლის ტემპერატურაზე არ იყო დამოკიდებული.
როგორც ჩანს სიცივე ენაზე განლაგებული რეცეპტორების მიერ ტკბილის აღქმის უნარს ამცირებს. შედეგად ცივი გამაგრილებელი სასმელის მიღებისას ადამიანი გადაჭარბებული რაოდენობით იღებს შაქარს, რაც თავის მხრივ იწვევს ჭარბწონიანობას, დიაბეტს და სხვა დაავადებებს.