საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს იმ ტერორისტის ვინაობა, რომელიც გუშინ ნიცაში, ხალხში სატვირთო მანქანით შევარდა. ამის შესახებ სააგენტო AFP პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში სამართალდამცველებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომლის თანახმად მძღოლი 31 წლის ტუნისელია, რომელიც ნიცაში ცხოვრობდა.
ხელისუფლება მის ვინაობას ოფიციალურად ამ დრომდე არ ასახელებს.
სააგენტო "როიტერის" ცნობით, აღნიშნული პიროვნება დანაშაულებრივი ქმედებების გამო სამართალდამცველებისთვის ადრეც იყო ცნობილი.
სააგენტო AFP წერს, რომ ამჟამად ნიცაში პოლიცია რამდენიმე სპეცოპერაციას ატარებს.