მისი ჩამოსვლა სოფელ მერიის მოსახლეობისთვის გასაიდუმლოებული იყო.
აღსანიშნავია, რომ მექანიზაციის ცენტრის წინ საცხოვრებელი კორპუსი დგას, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივები, სამ წელზე მეტია ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ წყალს, საცხოვრებელი კორპუსის გადახურვას, გაზს, თუმცა, ჩინოვნიკები ამ პრობლემებს, ჯერ-ჯერობით ყურადღებას არ აქცევენ.
მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც შემთხვევით შეესწრო 5-წუთიან პრეზენტაციას, პრეზიდენტთან მხოლოდ ერთი წამით მოახერხეს იმის თქმა, რომ არ აქვთ, წყალი, გაზი და კორპუსი ავარიულია. პრეზიდენტი მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.