განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჩოხატაურელ პედაგოგებს ხვდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა შეხვედრის მთავარი მიზანი პედაგოგების პრობლემების და მოსაზრებების გაგებაა.
ჯეჯელავამ პედაგოგებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ ვრცლად ესაუბრა და მასწავლებელთა შეფასების სქემაზეც გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის ერთსაათიანი ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღესვე განათლების მინისტრის სოფელ ნაბეღლავის და ერკეთის საჯარო სკოლებს ეწვევა. დაგეგმილი ერკეთის ყოფილი ტექნიკუმის მონახულება, სადაც პროფსასწავლების გახსნის აუცილებლობაზე ჩოხატაურის საკრებულო დიდი ხანია საუბრობსა და შესაბამისი წერილები რამდენიმე უწყებაშიცაა გაგზავნილი.
განათლების მინისტრი ჩოხატაურში ჩამოსვლამდე ლანჩხუთელ პედაგოგებს შეხვდა.