მეცნიერებმა სიყვარულის ჰორმონის საფუძველზე ალკოჰოლური დამოკიდებულების წინააღმდეგ პრეპარატი შექმნეს. წამალი, რომელიც სიდნეის უნივერსიტეტის პირმშოა, დღეს ცხოველებზე კლინიკური გამოცდის პროცესშია.
ახალი პრეპარატის დამნერგავი მკვლევარები ამოდიოდნენ იმ მოსაზრებიდან, რომ ადამიანის ტვინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების დროს განიცდის ოქსიტოცინის დეფიციტს. ეს ჰორმონი მონაწილეობს ისეთი გრძნობის წარმოქმნაში, რასაც სიყვარული ეწოდება – ის უზრუნველყოფს განსაკუთრებულ ემოციურ მიჯაჭვულობას შეყვარებულთა შორის.
წინასწარი მონაცემები მიუთითებენ, რომ ჰორმონ ოქსიტოცინის ინექციათა კურსის შემდეგ ლაბორატორიულ ცხოველებს უმცირდებათ ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მიმართ მიდრეკილება.