მაიამისა და ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტების მეცნიერთა დასკვნით, პლაჟზე არსებული ქვიშა შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისათვის. პლაჟის ქვიშიანი სანაპირო იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის, მაგრამ ქვიშის პატარა ნამცეცები შეიცავენ უამრავ ბაქტერიებს. ბაქტერიების წყაროა ძაღლები, კატები და ფრინველები, რომლებიც ისაქმებენ ამ ქვიშაში. გარდა ამისა, არც მრავალი დამსვენებელი არ აკლებს ხელს, რომლებიც აწყობენ პიკნიკებს პლაჟზე.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თვალყურს არიდებული ბავშვების მოქმედება პლაჟზე, რომლებიც ხშირად არა მარტო თამაშობენ ქვიშაში, არამედ მუჭითაც იყრიან ხოლმე ამ სიბინძურის წყაროს პირში.
მკვლევარები პლაჟიდან სახლში დაბრუნებულ ყველა დამსვენებელს დაბეჯითებით ურჩევენ შხაპის მიღებას. ელემენტარული ჰიგიენა მკვეთრად ამცირებს ინფექციური დაავადების რისკს.