ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით დასაკვებელ პირთა სია წინასწარ იყო გამზადებული. ამის შესახებ იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი თურქეთში მიმდინარე მოვლენებია.
"რაღაცები წინასარ იყო მომზადებული. ვგულისმობ სიებს, რომლებიც უკვე მზად იყო მოვლენის დასრულებისთანავე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იყო წინასწარ მომზადებული", _ აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
თურქეთში ამბოხის შემდეგ სახელმწიფო გადატრიაების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6000 ადამიანი დააკავეს.