თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ დღეიდან დაიწყება მიკროავტობუსების შემოწმება სპეციალურად შექმნილი ჯგუფების მიერ.
"ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.
მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.
"თბილისის მიკროავტობუსი" თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.-აცხადებენ მერიაში.
ამავე თემაზე: ვინ არის კმაყოფილი მიკროავტობუსებში კონდიციონერის ჩაურთველობით
მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა კატეგორიულად მოსთხოვეთ – თბილისის მიკროავტობუსი