პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო" იმერეთის მაჟორიტარ კანდიდატებს დღეს წარადგენს.
პარტიაში ამ დრომდე არა ასახელებენ კანდიდატების ვინაობას, თუმცა "გურია ნიუსისთვის" რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა. როგორც გვითხრეს, ჭიათურის საარჩევნო ოქლში "ქართული ოცნება" მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს სულხან მახათაძეს წარადგენს.
სულხან მახათაძე დაიბადა 1982 წლის 26 ივნისს, ქალაქ ჭიათურაში. 2001 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საინჟინრო ფაქულტეტზე. 2005-07 წლებში გაიარა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი.
2006-12 წლებში მუშაობდა ს.ს " ქართუ ჯგუფში" შემავალ ორგანიზაციებში. 2012 წელს ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის გამგებლად დანიშნა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველი პირი გახდა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ამავე თემაზე: ორი ბინა მოსკოვში, მიწის ნაკვეთები სოლოსლოვოსა და საქართველოში _ ვინ არის "ოცნების" კანდიდატი საჩხერეში; ექსკლუზივი: რომელ საარჩევნო უბანს ანდობს "ქართული ოცნება" კობა ნარჩემაშვილს