საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის #48-ე ოლქში _ დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის #49-ე ოლქში (ე.წ. ავტოქარნის დასახლება), როგორც გურია ნიუსი ექსლუზიურად წერდ, კობა ნარჩემაშვილი; ჭიათურაში _ სულხან მახათაძე, წყალტუბოში _ ცოტნე ზურაბიანი; ზესტაფონში _ შალვა კიკნაველიძე: თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოქლში ელგუჯა გოცირიძე; საჩხერეში _ პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში გრიგოლ ლილუაშვილი; ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში კობა ლურსმანაშვილი; სამტრედიაში _ გია მიქელაძე.