https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრემიერი: “ჩვენ მომავალ 4 წელიწადში უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა” (R)

21:07; 18.07.2016
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„თავისუფლება, სწრაფი განვითარება და ხალხის კეთილდღეობა _ სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი!",- „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ესენია _ გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ  თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს „ქართული ოცნების"  გუნდს და თითოეული ადამიანის  ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში.

„ჩვენ საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან ვიწყებთ,  – მეგობრობის, სიყვარულის, პოეზიის ქალაქიდან, დავით აღმაშენებლის ქალაქიდან,  რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა ყველა ქართველისთვის.

აქედან მინდა მივესალმო მთელ საქართველოს და ვუთხრა, რომ სწორედ გამთლიანებული და ძლიერი საქართველოა თითოეული ჩვენგანის მიზანი და ოცნება. ჩვენი პარტიის მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს არის.  2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და  თქვენი მხარდაჭერით, შეუპოვარი ბრძოლით გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი შეასრულა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა.

ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალ-ღონე არ დაგვიშურებია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ჩვენ მივეცით ხალხს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – თავისუფლება!",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას  საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიზანია თითოეული მოქალაქის, მათი ოჯახების კეთილდღეობა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ,,ქართულ ოცნებას" არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ვინმესთვის თვალის ასახვევად, ერთჯერადი ეფექტის მისაღებად და მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად.

გიორგი კვირიკაშვილმა  ჯანდაცვის სფეროსა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე ისაუბრა. მათ შორის C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ"  რეალურად გაათავისუფლა არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ, ხელისუფლების ჩარევისგან გაათავისუფლა მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს კი საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია, ხოლო ამ  წარმატებას აღიარებს ყველა – საერთაშორისო ორგანიზაციები თუ პარტნიორი ქვეყნები.

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას ხელისუფლების მიერ  შემუშავებულ ოთხ პუნქტიან რეფორმის  გეგმაზე მიაწოდა ინფორმაცია და ამ კონტექსტში ახალი ბიზნეს იდეების, განათლების სისტემის რეფორმირების, ინფრასრტრუქტურის  მოწესრიგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ მომავალ 4 წელიწადში უნდა ავამოძრაოთ ჩვენი ქვეყანა, სამეწარმეო სულისკვეთება გავუჩინოთ ხალხს, მივცეთ მათ საშუალება და დავეხმაროთ, რომ ადამიანებმა თავად შექმნან, დაიწყონ თავიანთი საქმე და თვითონ წარუძღვნენ საკუთარ ბიზნესს. ჩვენ ამაში ყველას ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ, დავაფინანსებთ ახალ იდეებს, დამწყებ ბიზნესს",-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება"  დასავლური ღირებულებების ერთგულია, მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და არ დაუშვებს ამ გზიდან გადახვევას.

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის"  საქართველოს გამთლიანება აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება და ეს გუნდი მზად არის გაუნაწილოს ჩვენს ძმებს ყველა სიკეთე.    

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ   2012 წელს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების" გვერდით იდგა და ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დააგვირგვინეს.

  „ახლაც ბრძოლაში ვართ, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ბრძოლა ახლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისთვის გვჭირდება.   მჯერა, რომ ამ არჩევნებშიც, 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს",-განაცხადა პრემიერმა და იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე დეტალურად ისაუბრა.

ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი – ბატონი გენადი კომაროველია, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამჟამად სკოლის დირექტორია. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირექტორი გახლავთ. წელი არ გავა, რომ მან ქუთაისის ფიზიკა-მატემატიკური სკოლის რამდენიმე აღზრდილი არ წარადგინოს რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში და არ მოიპოვოს გამარჯვება. ის ნამდვილად ქვეყნის სიამაყეს ზრდის ქუთაისში დღეს აქ. ის არის აქ დაბადებული და გაზრდილი კაცი და  დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ქუთაისსა და ქუთათურებს.

ქუთაისის 48-ე ოლქში წარმოგიდგენთ დიმიტრი მხეიძის კანდიდატურას. ბატონი დიმიტრი პროფესიით ექიმი გახლავთ. ის ისეთ პროფესიას ემსახურება, დარწმუნებული ვარ, ყველა ქუთაისელისთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემი  ადამიანია. მჯერა, რომ ძველ ქუთაისს მისი სახით ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.

ქუთაისის 49-ე ოლქში წარმოგიდგენთ კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურას – მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ის  შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ცნობილი მოვლენების დროს. ბატონი კობა, პირადად ჩემთვის, ნათელი მაგალითია იმისა, როგორ უნდა აარიდო განსაცდელი საკუთარ ხალხს კრიტიკულ სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. იგი გახლავთ  სამართალმცოდნეობის მაგისტრი და  ეკონომიკის მაგისტრი. დარწმუნებული ვარ, ბატონი კობა ერთ-ერთი გამორჩეული პარლამენტარი იქნება.

წყალტუბოში წარმოგიდგენთ ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურას. იგი პროფესიით  იურისტი გახლავთ. მაგისტრის ხარისხი  მიღებული აქვს ბრემენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად არის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ცოტნეს სახით წყალტუბოს ეყოლება ახალგაზრდა და ენერგიული წარმომადგენელი, რომელიც წყალტუბოელების სათქმელს მიიტანს პარლამენტამდე.

ზესტაფონში წარმოგიდგენთ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას. ბატონი შალვა, მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, უკვე გამოცდილი პარლამენტარია. ახლახან შემოგვიერთდა პარტიაში, ,,ქართული ოცნების" წევრი გახდა. ზესტაფონელია, კარგად იცის ზესტაფონელების ყველა პრობლემა და ისიც იცის, როგორ უნდა მიხედოს ამ პრობლემებს პარლამენტიდან.

თერჯოლა-ტყიბულში ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, იგი გახლავთ მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. ბატონი ელგუჯა თერჯოლიდან არის და კარგად იცნობს ამ კუთხეს. წარმატებული ადამიანია თავის საქმეში და, მჯერა, რომ ასეთივე იქნება პოლიტიკაშიც. თერჯოლასაც და ტყიბულსაც ნამდვილად ღირსეული წამომადგენილი ეყოლება პარლამენტში.

საჩხერეში ჩვენი  წარმომადგენელი იქნება პაატა კვიჟინაძე, იგი გახლავთ პარლამენტის წევრი. პატრიოტი, მებრძოლი კაცია, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ომის მონაწილე. ვფიქრობ, საჩხერელებს მისი განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ. 

ვანი-ხონის ოლქში წარმოგიდგენთ გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა. ბატონი გრიგოლი იყო ,,ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საბაჟო დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მოადგილე. იგი წარმატებული იყო ყველა პოზიციაზე, სადაც მუშაობდა. დარწმუნებული ვარ , ასეთივე წარმატებული იქნება იგი პარლამენტარის რანგშიც.

ჭიათურაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება სულხან მახათაძე,  იგი გახლავთ ჭიათურის გამგებელი. არც ერთი პრობლემა, რომელიც ჭიათურასა და ჭიათურელებს აქვთ, მისთვის უცხო არ არის. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანი საუკეთესო კანდიდატურაა.

ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში ჩვენ ვასახელებთ კობა ლურსმანაშვილის კანდიდატურას. იგი გახლავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, იყო ხარაგაულის რაიონის კიცხის თემის საკრებულოს თავმჯდომარე. პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ბატონი კობას სახით ბაღდათელებსა და  ხარაგაულელებს პარლამენტში ეყოლებათ ნამდვილი გულშემატკივარი.

სამტრედიაში ,,ქართულ ოცნებას" წარმოადგენს გია მიქელაძე. ბატონი გია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ის წარმატებული ბიზნესმენია. მას სამტრედიაში არაერთი საქველმოქმედო საქმე აქვს გაკეთებული – დაგებული გზები, სკოლების რეაბილიტაცია, დაფინანსებული აქვს ახალგაზრდების სწავლა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, იგი ასევე ნაყოფიერად იმუშავებს როგორც პარლამეტარი. ბატონი გია სამტრედიელი გახლავთ და ყურადღებას არ მოაკლებს სამტრედიელებს.

პრემიერმა გუნდის ახალი წევრების წარდგენისას  აღნიშნა, რომ ერთად იზრუნებენ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისათვის.

„დარწმუნებული ვარ, თითოეული კანდიდატი ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს გუნდს და თქვენი ინტერესების ერთგული დამცველი იქნება პარლამენტში. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ თავისუფალი საქართველოს სწრაფი განვითარებისთვის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ თითოეულ მათგანს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს ამ ბრძოლაში. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!",-მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში შეკრებილ საზოგადოებას.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე იმერეთის მოსახლეობას ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად  ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დააყენა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად წარმოაჩინა.

„ ავახდინეთ დიდ წინაპართა ოცნება და რეალურად შევაღეთ ევროპის კარი!  შევქმენით ახალი შესაძლებლობების ეკონომიკა!  პოლიტიკისგან გავათავისუფლეთ პოლიცია, სასამართლო, ჯარი!  დავიწყეთ სოფლის ფეხზე დაყენება! გადავარჩინეთ უამრავი სიცოცხლე! ვამარცხებთ „21-ე საუკუნის ჭირად" წოდებულ C-ჰეპატიტს!  ათასობით დევნილს საკუთარი ჭერი მივეცით!  გავათავისუფლეთ ბიზნესი და დავიცავით კერძო საკუთრება! ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, განვითარების რეალური შესაძლებლობები მივეცით!",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება" მტკიცე პოლიტიკური გუნდია, მკაფიო მიზნებით, სწორი სტრატეგიითა და ძლიერი ლიდერით.

ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ  ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ აქაურობას ის ფუნქცია, რაც ოდითგანვე ქონდა.

„ჩვენი ქვეყანა- საქართველო იმსახურებს, რომ იყოს თავისუფლების, კეთილდღეობის და სტაბილურობის ცენტრი რეგიონში.ხოლო ჩვენი იმერეთი  ისტორიულად იმსახურებს, რომ იყოს ინდუსტრიის, დოვლათის შექმნის და პროგრესის ცენტრი საქართველოში! ჩვენ ისე სწრაფად უნდა განვავითაროთ აქაურობა, რომ იმერეთის ქალაქები არაფრით ჩამოუვარდებოდეს დედაქალაქს– აქ ქუთაისში, ზესტაფონში და სხვა ქალაქებში  თუ დაბებში უნდა იყოს მუშაობის და გართობის ყველა თანამედროვე საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სოციალური უზრუნველყოფა— ეს კი მხოლოდ  შრომით, სწორი დაგეგმვით და თავისუფალი ნების ადამიანების ერთობით მიიღწევა",-მიმართა კახა კალაძემ ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15 სექტემბერი, 2026

რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ

როდის არის ვარჯიში მავნე

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო