"ჩვენში პოლიტიკა და არჩევნები დიდ კურიოზს ჰგავს" _ წერს სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში დ 13 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს:
"სამტრედიაში 2003 წელს ზიად ძიძიგური (ეროვნულ ძალთა გაერთიანება) და გია მიქელაძე (მოქალაქეთა კავშირი) დაუპირისპირდნენ.
იყო თავპირისმტვრევა, ყუთების გატაცებები, ხელახალი კენჭისყრა 4 უბანზე. მაშინ ძიძიგურმა დაამარცხა მოქკავშირის კანდიდატი მიქელაძე. ძიძიგურს მაშინ კახა კუკავა და დათო მუმლაძე იცავდნენ.
გამოხდა ხანი და აი, მგონი 13 წლის თავზე ქართული ოცნების ფორმატში ძიძიგურმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ მოსისხლედ გადაკიდებულ მიქელაძეს _ მოქკავშირელთა ფალავანს სამტრედიაში.
ბევრი რამ ხდება ჰორაციო ქვეყნად ისეთი, რაც ფილოსოფოსთ სიზმრადაც არ დაგსიზმრებიათ, _ წერს ალაფიშვილი.