ერთ ცნობილ სექსოლოგს ნათქვამი აქვს "ქალისთვის ერთი მამაკაცი საკმარისია, ორი – ცოტაა".
ეს სენტენცია დაადასტურა ბრიტანელი ექსპერიმენტატორების გამოკვლევებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ქალების 2/3 მისტირის ინტიმურ ურთიერთობას პირვანდელ მამაკაცთან. ამავე დროს, მამაკაცების 75%-ისათვის უკეთესია ის ქალი, რომელიც ახლა ჰყავთ.
მსგავს შეუსაბამობას მკვლევარები ხსნიან საიმედო ქმრის ძიებისადმი ქალების ბუნებრივი მისწრაფებით, რასაც შეიძლება ხელი შეუშალოს ახალი სექსუალური პარტნიორის – საყვარლის გაჩენის ატეხილმა ვნებამ.