ლანჩხუთის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია ინიციატივით გამოდის, რომ ა(ა)იპ "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების" დაქვემდებარებაში არსებულ სამუსიკო სკოლებში მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიისთვის სწავლება უფასო გახდეს.
სოციალური კომისიის თავმჯდომარემ, ია ჩხაიძემ ბიუროს წევრი დეპუტატებისთვის ინიციატივის გაცნობისას აღნიშნა, რომ სამუსიკო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდისგან სრულად გათავისუფლდეს სოციალურად დაუცველი ოჯახები, ასევე შეღავათი დაუწესდეს იმ ოჯახებსაც, რომლიდანაც სკოლაში ორი ან მეტი ბავშვი სწავლობს.
როგორც გაირკვა, კომისიის ეს ინიციატივა მისაღებია როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოსთვის, ასევე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც.