წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი კონსტანტინე კემულარია პაატა ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა.
აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია "პირველის ეთერში" ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაახმოვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, კემულარია ფოთში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
მას დღეს პაატა ბურჭულაძე ფოთელებს თავად წარუდგენს.