როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა კოტე შარაშენიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამის შესახებ მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღეს და უახლოეს საათებში ოფიციალურ საბუთსაც ელოდებიან.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _თანახმა არის თუ არა “ქართული ოცნება” ამ შემოთავაზებაზე, კოტე შარაშენიძემ გვითხრა: _ სხვა რა გზა გვაქვს. მთავარი ის არის, რომ სადაც არ უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, უამრავი ადამიანი მოვა.