სტამბოლის მერი კადირ ტოფბაზი აცხადებს, რომ ის მზადაა გამოყოს მიწა ქალაქში, სადაც "მოღალატეთა სასაფლაო" გაკეთდება.
"მე გავეცი ბრძანება შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე, სადაც მოღალატეებისთვის სპეციალური სასაფლაო გაკეთდება და გამვლელებს ექნებათ საშუალება დაწყევლონ ისინი და მათ საფლავებში მოსვენება არ ექნებათ", _აცხადებს ტოფბაზი.
პარასკევს ღამით მიმდინარე მოვლენების დროს 20-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთაც სამხედრო გადატრიალების მოქმედებებში მონაწილეებად მიიჩნევდნენ.
როგორც ტოფბაზი აცხადებს: "მჯერა რომ ისინი ვერ გადაურჩებიან ჯოჯოხეთს, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს სამყაროც აუტანელი გახდეს მათთვის".