ჩინელმა და ავსტრალიელმა არქეოლოგებმა ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით აქამდე უცნობი ტიპის პრეისტორიული ადამიანის ძვლები აღმოაჩინეს.
პროვინცია იუნანში გაკეთებულმა მოულოდნელმა აღმოჩენამ შესაძლოა მომავალში ადამიანის ევოლუციაზე არსებული წარმოდგენა შეცვალოს. მკვლევარების აზრით, ძვლების ასაკი 11-დან 14 ათას წლამდეა. ახალი ტიპის ადამიანს აღმოჩენის ადგილის შესაბამისად ,,ადამიანი ირმის გამოქვაბულიდან’’ უწოდეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი ადამიანი განსხვავებული ევოლუციური ჯაჭვის წარმომადგენელია.
ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს მკვლევარებს ანატომიური თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანისგან რადიკალურად განსხვავებული თავის ქალა აძლევს.