16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწამები ლეკვის ფოტო. ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაწამები ლეკვის გადარჩენა ვეტერინარებმა ვერ შეძლეს.
ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ქვემო ქართლის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შსს-ს განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
უცნობია, არის თუ არა არასრულწლოვნების დაკითხვის პროცესში ჩართული შესაბამისი სოციალური სამსახური.