21 ივლისს, ღამით, ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით მრვალმხრივი ჭრილობა მიაყენეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ოზურგეთში მცხოვრები 25 წლის ა.ს. თავის თანასოფლელებთან და სტუმრებთან ერთად ქეიფობდა. რის შემდეგაც ის დანით დაჭრეს და მიატოვეს.
ახლობლების თქმით, დაჭრილი ა.ს შემთხვევით იმავე სოფელში მცხოვრებმა ბ.ს. ნახა და ნათესავის მანქანით მიიყვანა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში.
როგორც "გურია ნიუსს" დაზარალებულის ახლობლებმა უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის ფილტვზეც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით , შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ. 117 მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.
პრესსამსახურის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედეები .