ლამაზი ქალების თანდასწრება ზემოქმედებას ახდენს მამაკაცების ლინგვისტურ უნარზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები. ექსპერტები მსგავს ეფექტს ხსნიან სქესობრივი გადარჩევის ბუნებრივი პროცესებით.
ექსპერიმენტის მსვლელობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ იცვლება მამაკაცების მეტყველება მომხიბლავი გოგონების გარემოცვაში. ისიც კი აღმოაჩინეს, რომ ლამაზი ქალების გვერდით მამაკაცები ცდილობენ გამოიყენონ იშვიათი სიტყვები.
გამოკვლების ავტორთა თვალსაზრისით, ეს ამტკიცებს, რომ ადამიანთა ენა განვითარდა სქესობრივი სელექციის მეოხებით. ენობრივი თავისებურებანი წარმოადგენენ საწინააღმდეგო სქესის ყურადღების მიპყრობის ერთ-ერთ საშუალებას – მამაკაცები ამ გზით ქალბატონებს თავის ინტელექტს წარმოუჩენენ.