ინდური სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფება გაუჩინარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სამხედრო თვითმფრინავის გაუჩინარებას ინდოეთის საჰაერო ძალებიც ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ანტონოვი 32 სამხრეთ ინდოეთიდან, ჩენაიდან ადგილობრივი დროით 8 საათსა და 30 წუთზე აფრინდა, ხოლო 11 საათსა და 30 წუთზე უნდა დაშვებულიყო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.