მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ცეცხლი წარმოშობით ირანელმა, 18 წლის ახალგაზრდამ გახსნა. ის მარტო მოქმედებდა. ამის შესახებ მიუნხენის პოლიციამ განაცხადა.
როგორც პრესკონფერენციაზე ქალაქის პოლიციის უფროსმა ჰუბერტ ანდრემ აღნიშნა, ახლაგაზრდას გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ის მიუნხენში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მისი ცხედარი სპეცოპერაციის დროს, ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს, ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. თავდამსხმელის ქმედების მოტივები ამ დრომდე უცნობი რჩება.
22 ივლისს მიუნხენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ “ოლიმპიასთან” უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა, 20-მდე კი დაჭრა. სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.