გასულ წელს, მსოფლიოში, 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა კიბო. ონკოლოგიური დაავადებები, ყველაზე რთულად განკურნებადია. ჯერჯერობით, მეცნიერების ბრძოლას ამ დაავადებასთან, განსაკუთრებული შედეგი არ მოაქვს, მაგრამ, მათ დაუგროვდათ უამრავი ინფორმაცია და ცოდნა აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკის ირგვლივ.
ექიმებმა შეადგინეს იმ პროდუქტების "შავი სია", რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ონკოლოგიური დაავადების რისკს.
რა პროდუქტები მოხვდა ამ სიაში:
1. გადამუშავებული ხორცი
ჰოთ-დოგის, სოსისის, ბეკონისა და სხვა გადამუშავებული ხორცის მოყვარულები რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას. სწორედ გადამუშავებული ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილსა და ქიმიურ ნივთიერებებს.
2. უმაღლესი თეთრი ფქვილისაგან დამზადებული პროდუქტები
გადამუშავების შემდეგ, ფქვილი დიდი რაოდენობით ნუტრიენტებს კარგავს. ამას გარდა, ფქვილს ქლორით ათეთრებენ. მედიცინის მუშაკებს კი მიაჩნიათ, რომ ეს არის გაზი, რომელიც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისათვის.
3. ხელოვნური დამატკბობლები
ადამიანები, რომლებიც იცავენ დიეტას და არ მიირთმევენ შაქარს, ან დიაბეტით არიან დაავადებული, ხშირად ხელოვნურ დამატკბობლებს იყენეენ. მრავალმა ცდამ დაადასტურა, რომ ბევრი მათგანი ჭარბწონიანი ხდება და ამას გარდა, დამატკბობლები სისხლში შაქარზე კონტროლს არღვევენ.
4. ალკოჰოლი
რა თქმა უნდა ყველამ იცის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, ალკოჰოლის უარყოფითი თვისებები, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ რომ გადამეტებული რაოდენობით მიღებულმა ალკოჰოლმა შეიძლება კიბოს სხვადასხვა სახეობა გამოიწვიოს.
5. შებოლილი და დამწნილებული პროდუქტები
ყველა ეს პროდუქტი დიდი დოზით ნიტრატებს შეიცავს.