"შტადლერის" ფირმის ორსართულიანმა მატარებლებმა თბილის-ბათუმის მიმართულებით მოძრაობა დღეს დაიწყო. პირველი მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ უკვე დაიძრა. საქართველოს რკინიგზიას ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება უცვლელია.
"დღეს, 9:10 საათზე შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის უმაღლესი სტანდარტის ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დაიძრა. ახალი, ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე – ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება: თბილისი (9:10) – ბათუმი (14:09),
თბილისი (18:20) – ბათუმი (23:19).
ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:
ბათუმი (7:35) – თბილისი (12:30),
ბათუმი (17:05) – თბილისი (22:00).
ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნეს კლასი – 55 ლარი.
საქარველოს რკინიგზა ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!", _ აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.