საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მისი ოჯახის წევრებზე, სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულის შესახებ მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა სასამართლოს თავმჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართა.
"ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრებზეც იყო გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით ზეწოლის მცდელობა" _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.