გთავაზობთ განცხადების ტექსტს.
პოლიტიკური პარტიების განცხადება
საქართველოში მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩასატარებლად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ქვეყნის მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და პლურალისტური მედიის ხელშეწყობის საკითხი, დედაქალაქის და რეგიონების მოსახლეობის მიერ სხვადასხვა ქართული არხის ინფორმაციების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები, ვიზიარებთ ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებას ქართულ კანონმდებლობაში ე.წ. must carry-ის და must offer-ის პრინციპების დანერგვის თაობაზე. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, პარლამენტის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას.
1. პ/გ “ქართული დასი”
2. პ/გ “ჩვენ თვითონ”
3. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
4. საქართველოს რესპუბლიკური პარტია
5. საქართველოს კონსერვატიული პარტია
6. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
7. “საქართველოს გზა”
8. პ/გ “ხალხის პარტია”
9. პ/გ “ეროვნული ფორუმი”
10. პ/გ “ახალი მემარჯვენეები”
11. “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”