კახი კალაძე პრეზიდენტის პრესსპიკერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს აინტერესებს კალაძის კავშირი კორცხელის ინცინდენტთან:
"ზნეობადაკარგულ განცხადებებს ვისმენთ და ეს სამწუხაროა. მე მესმის, რთულია ზნეობაზე საუბარი, როცა წინასარჩევნო პერიოდია.
ორი დღეა ვისმენთ, პრეზიდენტის არაადეკვატურ განცხადებებს _ ის დაბნეულია იმ განცხადების და საზოგადოების რეაქციების გამო. ასეთი ქმედება, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა სამართალდამცავებზე.
ვურჩევ, თავი შეიკავოს ჭორებისგან. ის ქვეყნის პრეზიდენტია _ მერე რა, რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული", _ თქვა კალაძემ.