"ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენა ოზურგეთში ნახევარ საათში დაიწყება. ადგილზე უკვე იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ლტოლვილთა და განასახლების მინისტრი სოზარ სუბარი. აქვე არიან პარლამენტარები და მაჟორიტარობის კანდიდატები. როგორც "გურია ნიუსი" წერდა, "ოცნება" ოზურგეთში არჩილ თალაკვაძეს , ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი თემურ ჭკუასელს წარადგენს. არცერთი მათგანი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
კანდიდატების წარდგენამდე, როგორც ავღნიშნეთ, ნახევარი საათია და მანამდე შეკრებილ საზოგადოებას "შვიდკაცა" საკუთარ რეპერტუარს სთავაზობს.