NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს; 64% კი, მხარს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს.
გამოკითხულთან ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი, თუმცა რუსთთან დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
პრორუსული კურსს ღიად მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს.
"ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
დღეს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება.
გამოკითხულთა პასუხებმა აჩვენა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა და პენსიებია.