ამერიკელი სპეციალისტები აფრთხილებენ მშობლებს – არ შეიძლება დააძალონ პატარებს, გინდა თუ არა, ბოლომდე გაათავონ მათთვის თეფშზე გადაღებული საჭმელი. საკუთარი ულუფის აუცილებლად გათავების ჩვევა ამ ბავშვებს მოზრდილ ასაკში ემუქრება სიმსუქნით.
მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტები აკვირდებოდნენ 2200 მოზარდსა და 3500 მშობელს. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ბავშვები, რომლებსაც ადრეული ასაკიდან აიძულებდნენ თეფშის მოწმენდას. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი პრაქტიკის შედეგად ბავშვს ეკარგება დანაყრების სიგნალის აღქმის უნარი, რის შედეგადაც ის ზომაზე მეტის ჭამას ეჩვევა და ძალიან ხშირად აგროვებს ზედმეტ წონას.
ამერიკელმა მკვლევარებმა მოულოდნელი ფაქტებიც დაადგინეს – ერთი, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოიმატა ბავშვებისთვის განკუთვნილმა პორციებმა და მეორე – ბოლო დროს დედებზე ხშირად მამები აძალებენ ბავშვებს საკვებს!