საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა ლანჩხუთელებთან პირველი შეხვედრისას, აქცენტი თავის წარმომავლობაზე გააკეთა.
"ჩემი ცხოვრების გზა აქედან ოთხ კილომეტრში, ჩემი დედულეთიდან, სოფელ ჩიბათიდან დაიწყო, სადაც დავიბადე. მთელი ჩემი ბავშვობა ჩიბათს უკავშირდება, სტუდენტობის დროსაც აქ ჩამოვდიოდი. თუკი, ცხოვრებაში კარგი და დადებითი რამ გამაჩნია მომცა სწორედ აქ გატარებულმა წლებმა. ამდენი წლის შემდეგ მე ისევ მიწევს ჩემს მშობლიურ კუთხეში დაბრუნება", _ დასძინა თემურ ჭკუასელმა.