შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
უწყების ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ა-კა 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, "ეფ-1"-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და "ერ-კა-გე-3"-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.
"აღნიშნული მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება", _ აცხადებენ შსს-ში.