ოზურგეთის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში მდგარი მუხა, იმ ადგილიდან, სადაც ახალი გზა კეთდება, რამდენიმე წუთის წინ, მდინარე ბჟუჟის ნაპირას, ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიტანეს.
_ ოზურგეთში გზების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესის დროს მწვანე ნარგავები არ დაგვეზიანებინა და ამიტომ მუხა სხვა ტერიტორიაზე გადაგვაქვს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ბეგლარ სიორიძემ.