“გურია ნიუსისთვის” თავისი წყაროდან ხდება ცნობილი, რომ სააკაშვილი ურეკში 2 საათში ჩავა დ აიმ ადგილას ჩაატარებს შეხვედრას, სადაც ბულვარის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, ამ ჯერზე მას თან ეხლება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი, რომლის პრესსამსახურის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან.
ჟურნალისტებმა უკვე გაიარეს შემოწმება.