კრისტინა აგილერამ, გუშინ, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე ქართველი მომღერლები ამღერა, რასაც დარბაზში მყოფი თითქმის 10 000 მაყურებელი აღფრთოვანებული შეხვდა.
_ მეც "გურია ნიუსიდან" ვარ, ჩოხატაურიდან, _ ასე გაგვეცნო სცენიდან ჩამოსული მომღერალი ლევან ცხოიძე.
მისივე თქმით, აგილერამ მათ ბათუმის რესტორანში მოუსმინა და კონცერტზე სიმღერა სთხოვა:
_ რესტორანში ვმღეროდი მეგობრებთან ერთად და გვთხოვეს, რომ კრისტინასთვის ერთი სიმღერა გვემღერა. მოვასმენინეთ ერთი, მერე _ მეორე, მერე _ მესამე და გვთხოვა, რომ კონცერტზე მასთან ერთად გვემღერა, _ გვითხრა ცხოიძემ.
_ ჩვენს ანსამბლს არაფერი ჰქვია, რადგან ანსანმბლი არ არის. ვართ მეგობრები, ვმღერით სხვა ანსამბლში და ახალი ანსამბლის გაკეთებას არ ვაპირებთ, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ლევან ცხოიძემ.