ინფორმაციას პრეზიდენტის ურეკში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, სწორედ რამაზ ნიკოლაიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესრელიზის მიხედვით ირკვევა, რომ სააკაშვილი ურეკში ჩადის რათა მოინახულოს 1.800კმ-იანი ბულვარის მშენებლობა, რომელიც ურეკის სანაპირო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, რომლის პრეზენტაციასაც დღეს პრეზიდენტი სავარაუდოდ, ბულვარშივე მოაწყობს, დაგეგმილია ბულვარის ცენტრის გამწვანება. გარდა ამისა, ურეკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირების საკითხებზეც იქნება საუბარი.