31 ივლისს, ხონში კინჩხის წყალვარდნილზე, ჟურნალისტთა კონკურსის დაჯილდოება გაიმართა. კონკურში პროექტის „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ქალთა ფონდი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.
კონკურში სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც რეგიონული მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურსის ფარგლებში 25 მედია პროდუქტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ძალადობას, კვოტირებას და ქალთა შრომით უფლებებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში 15 სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. იყო ტელე, რადიო, საგაზეთო და ონლაინ მედია ნამუშევრები.
პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული დასახელდა: თათა კაჭკაჭიშვილი _ საუკეთესო რადიო სიუჟეტი (რადიო „თავისუფლება“), გიორგი გირკელიძე _ საუკეთესო ონლაინ მასალა ( „გურია ნიუსი“) და ინგა გვასალია _ საუკეთესო საგაზეთო სტატია („მთავარი თემა სამეგრელოში“).
სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები ყველა იმ ჟურნალისტს გადაეცა, რომლებმაც კონკურსში მონაწილეობა მიიღეს. განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და პროექტის აქტიურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდა ჟურნალისტი სალომე ჩახუნაშვილი – რადიო „ძველი ქალაქი“.
ქალთა საკითხების აქტიურად გაშუქებისთვის სამადლობელი წერილები დაეგზავნათ ყველა იმ მედია ორგანიზაციებს, ვინც პროექტის განხორციელების ეტაპზე მხარდაჭერა გამოხატეს.
„საქართველოში ქალთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ზუსტი სტატისტიკა ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ არ არსებობს. ამის ერთ-ერთი და მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ის არის, რომ ქალები პრობლემებზე ღიად არ საუბრობენ, მით უფრო ძალადობის ფაქტებზე. მეტიც ისინი ოჯახურ ძალადობას მალავენ. ხშირ შემთხვევაში ამ ძალადობრივი ფაქტების შესახებ საზოგადოების ნაწილი მაინც იგებს, თუმცა იმ მომენტიდან გამომდინარე „მათი ოჯახური პრობლემა ჩემი საქმე არ არის“ საზოგადოება ამ ფაქტებს მალავს და კომფლიქტის გამოაშკარავებისგან თავს იკავებს. ამ ფაქტებს კი ხშირად სავალალო შედეგი მოაქვს. ვფიქრობთ, ძალადობა რა დოზით და რა სახითაც არ უნდა იყოს გარკვეულწილად კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე. საქართველოში სიტყვიერი შეურაცყოფა ჯერ კიდევ არ აღიქმება ძალადობად. ამდენად ამ საკითხებზე ქალები ნაკლებად ინფორმირებულები არიან, არ იციან თავიანთი უფლებები.“_ თქვა პროექტის დირექტორმა, მარიკა ვაჭარაძემ.