NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სამ უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას, პარტიის აქტივისტების შევიწროვებასა და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში? პასუხები ასე გადანაწილდა: ამომრჩევლის მოსყიდვა – 37 % ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროვება – 32 % ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები – 15 % ხმის მიცემა ერთზე მეტჯერ (კარუსელი) – 13 % საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრა – 15 % ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემა – 14 % ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად – 13 % მედიასაშუალებების მიერ კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარი გაშუქება – 13 % ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა – 13 %.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved