მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ურეკში ბულვარის გარდა, მოგვარდება წყლის პრობლემა, მოწესრიგდება კანალიზაცია და ურეკი იქნება ძალიან ლამაზი და განსხვავებული.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ კიდევ რის გაკეთებას აპირებენ საკურორტო სეზონისთვის, რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა: “დღეს ვიმყოფებოდი ბახმაროში და გპირდებით, რომ 19 აგვისტოსთვის იქ იქნება კინოთეატრი, სასტუმროები და სულ სხვა სიტუაცია დაგხვდებათ”.