თუ ქალს ერთდროულად ორ საყვარელზე მეტი ჰყავს, ეს შეიძლება ამოვიცნოთ თვალების საშუალებით. ამ დასკვნამდე მივიდნენ ოფთალმოლოგები მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის თვალის დაავადებების კვლევის საერთაშორისო სამედიცინო ცენტრიდან.
ოკულისტებმა, პოტენციური პაციენტების მონაცემების შესწავლისას, შეამჩნიეს უცნაური კანონზომიერება. თვალზე საოპერაციოდ მზადების დროს, თვალების კვლევასთან ერთად, ქალები პასუხობდნენ ანონიმური ანკეტის 100 კითხვაზე.
სტატისტიკამ, რომელიც ანკეტის მონაცემების შეჯერებას ითვალისწინებდა თვალის ანატომიურ მდგომარეობასთან, დაადგინა, რომ ქალებს, რომლებსაც ორზე მეტი საყვარელი ჰყავდა ერთდროულად, ირიდოდიაგნოსტიკის მეშვეობით პატარა სპეციფიკური ნიშნები უმჟღავნდებოდა ფერად გარსზე, რომელთა ნამგლისებური ფორმა რქებს წააგავდა, ხოლო მათი რაოდენობა შეესატყვისებოდა საყვარელი მამაკაცის რაოდენობას.