ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საკუთარ წარმომადგენლად ადგილობრივ მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგინა მათივე თანასოფლელი ვასილ ურუშაძე.
აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ვასილ ურუშაძის წინამორბედმა გაგა იმნაიშვილმა ა(ა) იპ "სპორტული ცენტრის" დირექტორის პოსტზე მინდია დვალიშვილი ჩაანაცვლა.
ახალი წარმომადგენლის წარდგენისას სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ზაზა ურუშაძემ, ის საქმეებიც შეახსენა, რომელიც მათ სოფელში ხელისუფლების ძალისხმევით განხორციელდა. მისი თქმით, 2013-2015 წლებში მათ სოფელში მთლიანობაში 607 690 ლარი გაიხარჯა. წელს კი ჯამში, სხავადხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად 309 623 ლარის დახარჯვა იგეგმება.
ლანჩხუთის გამგებელმა მაჩხავარეთელებს პირობა მისცა, რომ მომავალი წლისთვის სოფელში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილ 60 ოჯახისთვისაც გახდება მისი მიწოდება შესაძლებელი.