პირველ აგვისტოს, ჩოხატაურში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე "სოციალური მაცივარი" დაიდგა.
მაცივარი საქველმოქმედო ხასიათისაა და ღიაა ყველასთვის, ვისაც ესაჭიროება საკვებით უზრუნველყოფა. მოსახლეობას, კერძო თუ საჯარო დაწესებულებებს _ ყველას, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, შეუძლიათ, მაცივარში დატოვონ საკვები პროდუქტები.
მაცივარში მოთავსებული საკვები პროდუქტების ვარგისიანობა შემოწმდება ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ.
პროექტი ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი ზაალ მამალაძის თანადგომით, ორგანიზაცია ,,Orbliani”-ისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინასებით.
პროექტის ავტორები არიან თამარ ახალაძე და მარიტა მგალობლიშვილი. ტექნიკურ საკითხებს ორგანიზებას უწევენ გამგეობის შიდა აუდიტის წამყვანი სპეციალისტი ლევან ჩხიკვაძე და საკრებულოს აპარატის სპეციალისტი ჯუმბერ ბერძენიშვილი.