სოსო წილოსანი, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მისაღები კანდიდატებია.
დალი პატარაია, ლანჩხუთი:
_ საერთოდ არ ვიცი, ვინ არის დეპუტატობის კანდიდატი.
ოთარ ქობულაძე, ოზურგეთი:
_ კი, მომწონს ზრდილობიანი, განათლებულია.
ლიზა სადრაძე, ოზურგეთი:
_ მომწონს, რატომაც არა. პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მომეწონა, ძალიან აქებენ.
დოდო ჩიხლაძე, ოზურგეთი:
_ ჩემთვის ყველა კარგია.
ქეთევან ზივზივაძე, ჩოხატაური:
_ არ ვყოფილვარ წარდგენაზე, ვერ მოვახერხე მისვლა და შესაბამისად, არ ვიცი არაფერი.
მერაბ გუდავაძე, ჩოხატაური:
_ მე ვუჭერ მხარს თემურ ჭკუასელს.
გრიშა ჟღენტი, ჩოხატაური:
_ ვინც კარგი იქნება, იმას მივცემ ხმას. ჭკუასელი არჩიეს და ჩემთვის რა აზრი აქვს იმის კითხვას, მომწონს თუ არა.
ქეთევან ღლონტი, ოზურგეთი:
_ კი, მომწონს კარგი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, დედ-მამა განათლებული, თვითონ კულტურული, ღირსეული.
სერგო მეფარიშვილი, ჩოხატაური:
_ მე წიფნარში ვცხოვრობ და გული მტკივა იმაზე, რაც ხდება. 40 წელი ვემსახურე ამ ქვეყანას და ვიცი, რა და როგორ კეთდება. სოფლის გამგებელი ვიყავი და ამის შემდეგ 10 ლარი დამინიშნეს პენსიაზე დანამატი. ჩვენს სოფელში რომ მოხვიდეთ, ნახავთ რა მდგომარეობაა _ არავის არ ადარდებს ჩვენი სოფელი. 900 ლარი აქვს გამგებელს ხელფასი და არაფერს არ აკეთებს _ 5 თვე ისე გავა, სოფელში არ შემოვა. სოფელმა რომ აგირჩია, ხალხმა რომ მხარი დაგიჭირა, არ უნდა გამოჩნდე სადმე? ხალხი არ უნდა გიცნობდეს? საერთოდ არ ვიცნობ ჭკუასელს, მხოლოდ ის ვიცი, რომ მოსიმღერეა და ლექსებს წერს.
ალექსანდრა კილაძე, ოზურგეთი:
_ აბა რა გითხრათ? ჩემს მოწონებაზეა? მთავარია, საქმე აკეთოს, ჩემს სურვილზე არის რაიმე დამოკიდებული?!
ლაშა სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ მისაღებია.