ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია აუცილებელად უნდა გაიარონ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).
აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).
მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოსმდივანიანშესაბამისისაოლქოსაარჩევნოკომისიისმდივანიახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა – შესაბამისისაოლქოსაარჩევნოკომისიისმდივანი.
აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:
1. ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის – გიორგი ჯავახიშვილის სახელზე.
2. ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.
ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge.
განცხადებისწარდგენიდან 1 დღისვადაშიშესაბამისისაარჩევნოკომისიისმდივანიწყვეტსმედიისწარმომადგენლებისაკრედიტაციისსაკითხსდააკრედიტებულწარმომადგენლებსგადაწყვეტილებისმიღებიდან 1 დღისვადაშიგადასცემსსათანადომოწმობას, რომელიციმავდროულადწარმოადგენსსამკერდენიშანს.აკრედიტაციაზეუარისთქმისშემთხვევაში კიიმავევადაშიგადასცემსსათანადოგანკარგულებას.
დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/geo/list/show/20690-media-warmomadgenlebis-akreditaciis-wesebi-da-uflebebi080616