ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული ნაგავმზიდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ბახმაროს საკურორტო სეზონის განმავლობაში, დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით გადაეცა.
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. უკვე მეორე წელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდით ეხმარება.
2015 წელს ოზურგეთიდან ბახმაროს დროებით ერთი ნაგავმზიდი და 20 ცალი ლითონის კონტეინერი გადაეცა.