“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თევზაობის დროს ოზურგეთელი დიმიტრი კოსტავა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ანკესი აქნევის დროს მაღალი ძაბვის გამავალ ხაზს მოხდა, დენი გადმოვიდა და დიმიტრი კოსტავა ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთ სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით.
დიმიტრი კოსტავა იყო სახალხო კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ასევე, წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბოლოს კი სასტუმრო “კოლხიდაში.
“გურია ნიუსი“ სამძიმარს უცხადებს დიმიტრი კოსტავას ოჯახის წევრებს.