შოტლანდიელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სისხლის ანალიზის მეთოდ Oncimmune-ს ფილტვის კიბოს გამოვლენა ხუთი წლით ადრე შეუძლია, ვიდრე ჩვეულებრივ სკანირებას.
ამჟამად ნოტინგემის უნივერსიტეტის სპეციალისტები აღნიშნული მეთოდის ეფექტურობას 10 ათას მწეველზე დაკვირვებით სწავლობენ.
კიბოს დიაგნოსტიკის სისტემის შემქმნელთა თქმით, მოცემულმა ტესტმა შესაძლოა, არამარტო ფილტვის, არამედ მკერდის, ღვიძლის და პროსტატის კიბო გამოვლენის შესაძლებლობა შექმნას.
ადრეულ ეტაპზე დაავადების აღმოჩენა სისხლში ანტისხეულების გამოვლენის გზით ხდება, რომლებსაც იმუნური სისტემა სიმსივნის შემთხვევაში გამოიმუშავებს. ანტისხეულების დონის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში სიმსივნე ვითარდება.
ექსპერტები განმარტავენ, რომ რაც უფრო ადრე ხდება კიბოს დიაგნოსტირება, მით უფრო მაღალია განკურნების შანსი.
ამჟამად ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 85%-მა არც კი იცის ამის შესახებ, სანამ სიმსივნე განვითარების შედარებით მაღალ სტადიაზე არ გადავა.