ორი თვეა, საქართველოში, პროექტის _ ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისთვის" ფარგლებში, ქართული ენისა ხალხური სიმღერების შესასწავლად, სტუმრად იმყოფებოდნენ ფერეიდნელი ქართველები. 12-კაციანი ორი თვის განმავლობაში ქართულ დამწერლობასა და ხალხურ სიმღერებს ეუფლებოდა.
ფერეიდნელი ქართველების სამშობლოში ვიზიტისას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ისტორიული ადგილები მოინახულეს.
პროექტის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, როცა „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" წევრი ზვიად ტომარაძე ფერეიდანში იმყოფებოდა. მაშინ იქ მცხოვრებმა ქართველებმა სამშობლოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.
წელს პროექტი საპილოტეა და ის „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საზოგადოებისა" და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" და მხარდაჭერით გახორციელდა. პროექტის ორგანიზატორთა თქმით, მომავალ წელს საქართველოს უფრო მეტი ფერეიდნელი ქართველი ესტუმრება.
გუშინ, ფერეიდნელი ქართველების გაცილების საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე, ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა, პროექტის ფარგლებში შესწავლილი ხალხური სიმღერები შეასრულეს. დასკვნით ღონისძიებაზე თიბისი ბანკმა მათ #წერექართულად პროექტის ფარგლებში შექმნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.