ზუსტად არავინ იცის, როდის გაჩნდა „ჰოთ-დოგის“ ცნება, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ 1893 გამოცხადებული იყო, როგორც „ფუნთუშიანი სოსისის“ დიდი წელი.
„ჰოთ-დოგის” ეროვნული დღე აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ ოფიციალურად დადგინდა 1957 წელს.
18 ივლისი აშშ-ში „ჰოთ-დოგის” დღედ არის გამოცხადებული.
1994 წელს შეიქმნა „ჰოთ-დოგისა” და სოსისის ეროვნული საბჭო, რომელიც დაკავებულია პროდუქტის ხარისხის კვლევით, დეგუსტაციითა და რეკლამით.
ტრადიციულად, „ჰოთ-დოგისა” და სოსისის ეროვნული საბჭოს წევრები აწყობენ შეჯიბრს „ჰოთ-დოგის” მომზადების ხელოვნებაში, 4 უმთავრესი წესით:
18 წლის ასაკს ზემოთ იკრძალება „ჰოთ-დოგზე” კეტჩუპის დასხმა.
“ჰოთ-დოგის” ჭამა არ შეიძლება თეფშიდან _ მხოლოდ ხელით.
არ შეიძლება ხელებზე დარჩენილი საწებლის მობანვა, მხოლოდ ლოკვა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ჰოთ-დოგის” მიტანა ფაიფურის ჭურჭლით, ეს შეუთავსებელია ცნებასთან _ „ჰოთ-დოგი – ამერიკელთა ეროვნული საკვები“.
სტატისტიკა მეტყველებს, რომ უკანასკნელ ხანებში „ჰოთ-დოგის” მოხმარება გაიზარდა და საშუალო ამერიკელი წელიწადში, დაახლოებით, 60 „ჰოთ-დოგს”მიირთმევს.
დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს აშშ-ში იჭმება, დაახლოებით, 150 მილიონი „ჰოთ-დოგი”. ეს „ჰოთ-დოგური” ჯაჭვი რომ გავწელოთ, ხუთჯერ დავფარავთ მანძილს ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესს შორის.